სპონსორები და ორგანიზატორები
2015 წელს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდება საბავშვო წიგნის ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების ფესტივალი. პროექტის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი და გოეთეს ინსტიტუტი, წიგნის ეროვნულ ცენტრთან და ექსპო ჯორჯიასთან თანამშრომლობით.
თბილისის წიგნის დღეები 2016
თბილისის წიგნის დღეები (2016 წ. 17 - 20 ნოემბერი) არის წიგნის ხელოვნების ცენტრის და ექსპო ჯორჯიას ერთობლივი პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, წიგნის ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამარვცელებელთა ასოციაციაციასთან, ირანის საელჩოსთან და გაეროს მოსახლეობის განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით.

წიგნის დღეების ინიციატორთა სურვილია, გავაფართოვოთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფორმატი და, წიგნების ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, მკითხველ საზოგადოებას მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამა შევთავაზოთ: საერთაშორისო ვორკშოპები და გამოფენები, საჯარო ლექციები, საბავშვო ღონისძიებები, წიგნების კითხვა და დისკუსიები.

ჩვენი მიზანია, ვაქციოთ წიგნის დღეები საქართველოს წიგნის სექტორის შემდგომი განვითარების სამუშაო ლაბორატორიად. ღონისძიების ყველა კომპონენტი დაგეგმილია, როგორც შემდგომი პროექტების, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების საწყისი წერტილი. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ღია პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ შემოქმედებითი, სამთავრობო, კომერციული, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ადამიანის ძალისხმევას, ვინც საქართველოს წიგნის სფეროში მუშაობს, და ხელს შეუწყობს მათ საერთაშორისო ინტეგრაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2018 წელს საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ამავე დროს, გვინდა ვაჩვენოთ ქართველ მკითხველ საზოგადოებას რაც შეიძლება ბევრი ახალი და საინტერესო რამ, რის მოპოვებასაც მათთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვეცადეთ.

იმედი გვაქვს, ისიამოვნებთ.