საბავშვო ღონისძიებები
„თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში გაიმართება საბავშვო ღონისძიებები უცხოეთიდან მოწვეული სტუმრების ხელმძღვანელობით. გაკვეთილები მიეძღვნება საბავშვო ილუსტრაციას, რუკების ხატვას, ორიგამის, ჩინურ კალიგრაფიას, კუნგ-ფუსა და აფრიკულ ცეკვას. ასევე, საგანგებოდ ჩვენი ფესტივალისათვის, ჩრდილების თეატრი, ბატონი გელა კანდელაკის ხელმძღვანელობით, ბავშვებს წარმოუდგენს სპეკტაკლს, ფილმებს და ასწავლის ხელით სხვადასხვა ფორმის ჩრდილების შექმნას.
ღონისძიებების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე.