როჯერ მელო (ბრაზილია)
პავილიონი 3
26-29.11.15 11:00-21:00
1965 წელს ბრაზილიის ქალაქ ბრაზილიაში დაბადებული როჯერ მელო ჰანს ქრისტიან ანდერსენის საერთაშორისო პრემიის მფლობელი გახდა 2014 წელს, კატეგორიაში - საუკეთესო ილუსტრატორი. 2014 წლის ნოემბერში მელომ ჩენ ბოჩუის საერთაშორისო საბავშვო ლიტერატურის ჯილდო მოიპოვა, როგორც საუკეთესო უცხოელმა ავტორმა ჩინეთში, ხოლო მის მიერ ილუსტრირებული წიგნი „ბუმბული“ ჩინეთში ყველაზე ლამაზ წიგნად აღიარეს. როჯერ მელომ ასზე მეტი წიგნი დაასურათა, მათგან 22-ის ავტორი თავად არის. მიღებული აქვს ბევრი ჯილდო, როგორც ავტორს და ილუსტრატორს. მისი სამი წიგნი შეტანილია 2007 წელს შედგენილ სიაში „წიგნები, რომლებიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს სანამ გაიზრდება“. 2015 წელს, როჯერ მელო „ბრატისლავის ილუსტრაციის ბიენალეს“ 50 წლისთავზე საერთაშორისო ჟიურის ხელმძღვანელობდა.
ვილი პუხნერი (ავსტრია)
პავილიონი 3
26-29.11.15 11:00-21:00
ვილი პუხნერი 1952 წელს ქვემო ავსტრიაშიდაიბადა. იგი არის ფოტოგრაფი, დიზაინერი და ავტორი, მუშაობს როგორც ვენაში, ასევე მოგზაურობის დროს. ისტორიისა და ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ, ის საკუთარ მისწრაფებას გაჰყვა და მრავალი წლის განმავლობაში შორეულ ქვეყნებში მოგზაურობდა. მას უამრავი წიგნი აქვს გამოცემული, მისი ნახატები იფინება სხვადასხვა გამოფენებზე და იბეჭდება ჟურნალებში, გარდა ამისა, მას მიჰყავს უორქშოპები და რეგულარულად კითხულობს ლექციებს.
გამოფენა : ზღაპრული პრინცების, პრინცესების და ზღაპრული ცხოველების ანბანი
ტომ სხამპი (ბელგია)
პავილიონი 3
26-29.11.15 11:00-21:00
ილუსტრატორი ტომ სხამპი ბელგიის დედაქალაქ ბრუსელში გაიზარდა. ბრუსელში, წმ. ლუკას ხელოვნების სკოლის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მან სწავლა პოლონეთში, პოზნანში, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით განაგრძო, თანდათანობით საკუთარი სტილი შეიმუშავა და აკრილის საღებავებით მუყაოზე ხატავს. ტომის ილუსტრაციები განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვისაც. იგი ბევრს მუშაობდა ჟურნალებისთვის, გაზეთებისა და სარეკლამო სააგენტოებისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ის სურათებიან წიგნებზე მუშაობს და ამ დროში 30-ზე მეტი წიგნი აქვს შექმნილი. მის მიერ დასურათებული მრავალი საბავშვო წიგნი სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი.
გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები მისი ბოლო წიგნიდან, “OUF!”.
კრისტოფერ მაიერსი (აშშ)
პავილიონი 3
26-29.11.15 11:00-21:00
კრისტოფერ მაიერსი თავის სურათებს კოლაჟის, ფოტოს, ქსილოგრაფიის და სხვა მედიის გამოყენებით ქმნის. ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, უიტნის მუზეუმის ამერიკული ხელოვნების დამოუკიდებელ სტუდიის ექსკლუზიურ პროგრამაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი კარიერა საბავშვო წიგნის სფეროში მამამისის დასახმარებლად წარმოებული კვლევით დაიწყო. მოგვიანებით მან უფროსი მაიერსის „წითელი მთვარის ჩრდილის“ ილუსტრაციები შექმნა. 1998-ში მათ ერთობლივად იმუშავეს „ჰარლემზე“, რომელიც „კალდეკოტის საპატიო წიგნად“ და „კორეტა სკოტის კინგის საპატიო წიგნად“ დასახელდა. მაიერსის სოლო ნამუშევარი „შავი კატაც“ „კორეტა სკოტის კინგის საპატიო წიგნად“ აღიარეს. ფერწერულ ნამუშევრებთან და ილუსტრაციებთან ერთად მაიერსი ტანსაცმლის დიზაინზეც მუშაობს, ის ამჟამად ბრუკლინში, ნიუ იორკში ცხოვრობს.
ლინდა ვოლფსგრუბერი (ავსტრია)
პავილიონი 3
26-29.11.15 11:00-21:00
ავსტრიელი გრაფიკოსი და ილუსტრატორი ლინდა ვოლფსგრუბერი დაიბადა 1961 წლის 5 ივნისს სამხრეთ ტიროლში.1975-1978 წლებში ლინდა სწავლობდა ორტისეის ხელოვნების სკოლაში. 1978-იდან 1980 წლამდე ის დახელოვნდა ტიპოგრაფიაში მიუნჰენში, ხოლო 1981-1983 წლებში შეისწავლა გრაფიკული დიზაინი ბრუნეკში. 1981-1983 წლებში მან გაიარა კურსი ურბინოს Scuola del Libro-ში, რის შემდეგ მუშაობდა ილუსტრატორად და გრაფიკულ დიზაინერად ბრუნეკსა და ვენაში.ლინდა ვოლფგრუბერის წიგნები მსოფლიოს 17 ენაზე თარგმნილი.
გამოფენის მასალა:
L’alfabeto delle cose piccole – 18 ილუსტრაცია, 50 x 30 სმ.
სურათებიანი წიგნის იდეის კონკურსი/საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა
პავილიონი 5
26-29.11.15 11:00-21:00
პირველად საქართველოში წიგნის ხელოვნების ცენტრი წიგნის ეროვნულ ცენტრთან, კულტურის სამინისტროსთან და გოეთეს ინსტიტუტთან ერთად აწყობს საბავშვო სურათებიანი წიგნის პროექტების კონკურსს. მონაწილეებმა წარმოადგინეს სურათებიანი წიგნის იდეა და რამდენიმე ილუსტრაცია. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები ავტორების და ილუსტრატორების მიერ ახალი ნაწარმოებების შექმნას. გამარჯვებულები პროექტების ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ წიგნის ხელოვნების ცენტრის რესუსრსებითა და ინფრასტრუქტურით და მონაწილეობა მიიღონ წიგნის ხელოვნების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამაში, როელიც დაეხმარება მათ თავიანთი პროექტების განვითარებასა და სრულფასოვან საბაზრო პროექტად ქცევაში.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში მოეწყობა საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა, სამი გამარჯვებული პროექტის ავტორი გამოვლინდება ფესტივალის ბოლო დღეს დაჯილდოვების ცერემონიალზე. გამარჯვებულებს შეარჩევს წიგნის ილუსტრაციაში და ლიტერატურაში მოღვაწე საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებულებისთვის ფულად პრემიას გასცემს წიგნის ეროვნული ცენტრი.
ვირტუალური გამომცემლობა ვირგამი
პავილიონი 5
26-29.11.15 11:00-21:00
ვირტუალური გამომცემლობა ვირგამი წიგნის ხელოვნების ცენტრის მუდმივი პროექტია. ვირგამი ღია შემოქმედებითი სახელოსნოა, რომელშიც ახალგაზრდა წიგნის დიზაინერები და ილუსტრატორები ქმნიან ორიგინალურ ილუსტრირებულ წიგნებს და სთავაზობენ მათ გამომცემლებს, სააგენტოებს და მკითხველებს. ვირგამი უწევს მათ დახმარებას წიგნების შექმნის პროცესში, ეხმარება რესურსებით და წარმო-
ადგენს მათ ინტერესებს გამომცემლობებთან და სააგენტოებთან მოლაპარაკების დროს. ჩვენი მიზანია ახალგაზრდა წიგნის ილუსტრატორებისა და დიზაინერების აღზრდა და მათთვის გზის გაკვლევა წიგნის ბაზარზე. ვირგამი ქმნის ხიდს ახალგაზრდა ილუსტრატორებსა და გამომცემლებს შორის და ეხმარება პროექტის მონაწილეებს წიგნის დიზაინერისა და ილუსტრატორის პროფესიული კარიერის დაწყებაში. მეორე მხრივ, პროექტი შესაძლებლობას აძლევს გამომცემლებს, გაიცნონ ახალგაზრდა შემოქმედები. ამავე დროს, ვირგამი საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანია მოიზიდოს ახალგაზრდა მხატვრები და ხელი შეუწყოს მათ შემოქმედებით განვითარებას.კატალოგში წარმოდგენილია 14 ახალგაზრდა ქართველი ილუსტრატორის ნამუშევრები, რომლებიც შეიქმნა პროექტის ფარგლებში.
საერთაშორისო სურათებიანი წიგნის გამოფენა
პავილიონი 11
26-29.11.15 11:00-19:00
გამოფენილი იქნება საბავშვო სურათებიანი წიგნები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც წარმოადგენენ წიგნის ხელოვნების ცენტრის ბიბლიოთეკის კოლექციის ნაწილს.
კოლექციას კურირებენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
საფრთხობელების გამოფენა
პავილიონი 5
26-29.11.15 11:00-21:00
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ონის რაიონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების: სალომე ჩიკვილაძის, ელენე ჩიკვილაძის, ანა გუგეშაშვილის, ანა ჯელაძის, ლევან მეტრეველის, ლიკა თაგვაძის, ჯული ჯაფარიძის, ხატია გუგეშაშვილის, ნანა არჩვაძის, ეთო ჩალაძის, ნინო გუგეშაშვილის, თიკო გუგეშაშვილის, ანა მაისურაძის და მათი პედაგოგის, ელენე მაგრაქველიძის ნამუშევრები – საფრთხობელები, რომლებიც მომზადდა კოტე ჯინჭარაძის მიერ სოფელ ჭყვიშში დაარსებულ ფესტივალ „არტელის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული, „საფრთხობელა“ 2015 -ის კონკურსისთვის.
უკრაინელი ილუსტრატორების კლუბი PICTORIC / გამოჩენილი უკრაინელები
პავილიონი 5
26-29.11.15 11:00-21:00
„გამოჩენილი უკრაინელები“ არის პროქტი ცნობილი უკრაინელი ადამიანების შესახებ. პოსტერებზე გამოსახული გამოჩენილი ადამიანების გამოსახულებები, მნახველს სასკოლო წიგნებში არსებული პორტრეტების ალტერნატივას სთავაზობს. ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებზე გამოსახავენ გამოჩენილ უკრაინელებს, ილუსტრატორთა კლუბ “Pictoric”-ის წევრები არიან. “Pictoric”-ს მრავალი კრეატიული მიღწევა აქვს. მისი წევრების ნამუშევრები აღიარებულია საერთაშორისო გამოფენებზე და გამოცემულია ცნობილ საერთაშორისო ჟურნალებში. მათი ილუსტრირებული წიგნები ფართოდ არის მსოფლიოს მოდებული.
პროქტი პიროვნებები, არის პირველი უკრაინელ ილუსტრატორთა მიერ გაკეთებული თანანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელიც იმოგზაურებს მთელ ქვეყანაში და ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. პოსტერების გამოფენა პირველად გაიმართა უკრაინის საპრეზიდენტო ადმინისტრაციისათვის, შემდეგ კი დაიწყო მოგზაურობა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში. ამასთან ერთად გამფენა გაიმართა „უკრაინული გაზაფხულის“ ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქ პოზნანში.
MOTTO DISTRIBUTION - გამოფენა & გაყიდვა
პავილიონი 6
26-29.11.15 11:00-21:00
ექსპერმენტული გამომცემლობის კულტურა საქართველოში ფაქტობრივად უცნობია. ეს არის მხატვრების, დიზაინერების, პოეტების, ფილოსოფოსების, არქიტექტორებისა თუ ფოტოგრაფების მიერ საკუთარი ძალისხმევით განხორციელებული, მეტწილად, მცირეტირაჟიანი ექსპერიმენტული გამოცემები. ამ გამოცემების წყალობით ხერხდება წიგნის ახალი ფორმისა და შინაარსის მოსინჯვა, შემოქმედებითი იმპულსებისა და
იდეების გაცვლა. ექსპერიმენტული გამომცემლობა წარმოადგენს პლაცდარმს ყველაზე თანამედროვე საგამომცემლო იდეების რეალიზაციისათვის. ალტერნატიული გამოცემების სადისტრიბუციო ქსელი Motto Distribution, თანამშრომლობს მსოფლიოს 150–მდე გამომცემლობასთან და 100–მდე წიგნის მაღაზიასთან. 2008 წელს Motto–მ გახსნა თავისი პირველი წიგნის მაღაზია ბერლინ-კროიცბერგში, რასაც მოჰყვა მაღაზიათა ქსელის ჩამოყალიბება მსოფლიოს მრავალ ქალაქში, მათ შორის ვილნიუსში, ამსტერდამში, როტერდამში, ჰამბურგში, მოსკოვში, ვანკუვერში, შტუტგარტში, ათენში, სეულში, ტოკიოსა და პარიზში. გამოცემების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და უკვე 3000–ზე მეტ დასახელებას მოიცავს. კატალოგი მუდმივად ახლდება.
პეტრ ბანკოვი: პოსტერები
პავილიონი 6
26-29.11.15 11:00-21:00
წარმოშობით ბელორუსის დედაქალაქ მინსკიდან, პეტრ ბანკოვი ხუმრობს, რომ შესანიშნავად იცნობს კარტოფილის ოცზე მეტ სახეობას. 1993 წელს მან მოსკოვში დააარსა სამხატვრო წიგნის ჯგუფი „ნეუჩ“ („უწიგნური“). შემდგომ 1997 წელს მან დიზაინის სფეროში რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „დიზაინ დეპო“ დაარსა ჟურნალ kAk.-თან ერთად, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი და გავლენიანი პერიოდული გამოცემა გახლდათ დიზაინზე ყოფილ საბჭოთა კავშირში. ბოლო დროს ბანკოვი „დეილი პოსტერის“ პროექტითაა დაკავებული, რომლის ფარგლებშიც 500-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა. მას 200-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული დიზაინ-
ში, რომელთა შორისაა ახლახან მიღებული პლატინის ჯილდო Graphics Poster Annual-ის დაჯილდოებაზე; ასევე პირველი პრიზი World War I: 100 გამოფენაში, ქვემო ნოვგოროდი, რუსეთი; და გრან-პრი Asian Graphic Design Invitational Exhibition-ზე სეულში, სამხრეთ კორეა.პოსტერი ჩამოყალიბდა მედიუმად, რომელიც მესიჯს ყველა სხვა საშუალებაზე სწრაფად ავრცელებს. ეს თავისუფალი მედიუმი ცნობიერსა და ჩვენ ცხოვრებას შორის არსებულ სიცარიელეს ავსებს, სწორედ იმ ადგილებს, რომლებიც ჩვენი კულტურის უკვდავყოფაზე არიან პასუხისმგებელნი.
ქართული არტ წიგნის გამოფენა
პავილიონი 6
26-29.11.15 11:00-21:00
არტ წიგნი მოიაზრებს, ხელოვანების დამოუკიდებელ, ექსპერიმენტულ პროექტებს, რომლებიც წიგნის სახით არის განხორციელებული. მას ხელოვნების ნიმუშის სტატუსი აქვს და მცირე ტირაჟით ან მხოლოდ ერთ ხელნაკეთ ეგზემპლიარად იქმნება. არტ წიგნის ინდივიდუალურობა შეიძლება შეინიშნოს როგორც წიგნის იდეასა, თუ ვიზუალურ გამოსახულებებში, ასევე დიზაინისა და ფორმატის განსხვავებულობაში. “თბილისის წიგნის დღეები 2015” ფარგლებში გამოფენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი (და არამარტო ქართველი) ხელოვანების ექსპერიმენტული წიგნები, რომელთა დიდი ნაწილიც შეიქმნა წიგნის ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებული ვორკშოპის შედეგად.
გამომცემლობა NIICE
პავილიონი 6
26-29.11.15 11:00-21:00
NIICE ინდი გამომცემლობაა. იგი დაარსა არიანა ხმელნიუკმა 2013 წელს. პროექტი მოიცავს სარედაქციო, საგანმანათლებლო და სადისტრიბუციო მიმართულებებს. იგი პირველი დამოუკიდებელი სარედაქციო პროგრამაა უკრაინაში, რომელიც მიმართულია მცირეტირა-ჟიან გამოცემებზე ახალგაზრდა უკრაინელ არტისტებთან თანამშრომლობით. ერთი წლის განმავლობაში NIICE-მა უკრაინელ ავტორებთან ერთად 12 წიგნის გამოსცა. პროექტები უკავშირდება ფერწერას, ფოტოგრაფიას, ილუსტრაციასა და პოეზიას. NIICE აორგანიზებს პრაქტიკულ ვორკშოპებს, კრეატიულ პროექტებსა და ტექნიკური უნარების განვითარებას. დიზაინის, თანამედროვე ხელოვნების, პუბლიკაციისა და პედაგოგიკის გაერთიანებით NIICE ახალგაზრდა არტისტებსა და დიზაინერებში ექსპერიმენტულ გამომცემლობას უწევს აქტუალიზაციას. NIICE, Motto Distribution Berlin-თან თანამშრომლობით, წარმოადგენს უცხოური ექსპერიმენტული გამომცემლობის თანამედროვე ხელოვნებას უკრაინაში. ფესტივალზე NIICE წარმოადგენს ახალგაზრდა უკრაინელი ხელოვანების, ფოტოგრაფებისა და დიზაინერების უნიკალურ ზინებს.
ჟული ასკოს და რომეო ჟულიანის
პავილიონი 6
26-29.11.15 11:00-21:00
“Chantier en cours” ჟული ასკოს და რომეო ჟულიანის ხელოვნების კვლევის ერთობლივი პროექტია, რომელიც ნანგრევების და ზოგადად ურბანული სივრცის თემას ეხება: მის მეტამორფოზას, არქიტექტურულ ფორმებსა და ევოლუციას. ამ ორ ხელოვანს სურვილი აქვთ შექმნან ისეთი ვიზუალური ატლასი, რომელიც მეხსიერებაში გააღვიძებს ქალაქს, მისთვის დამახასიათებელი ადგილებითა და მათი ევოლუციის მეშვეობით, ასევე განადგურებული და განახლებული შენობებისა და ძეგლების გზით. ამ საკითხისთვის ნიშანდობლივია ცნება „პროცესშია“, რაც სამშენებლო ტერიტორიის თემას მოიცავს. პროექტი ევოლუციური ინსტალაციის და კვლევითი ბიუროს სახით იძენს ფორმას, რითიც კვლავ კონსტრუქციის საკითხს
უბრუნდება. თბილისში გამართული გამოფენისთვის, ხელოვანები იმ ინსტალაციას შემოგვთავაზებენ, რომელიც სხვადასხვა ისტორიის გადაკვეთის იდეაზე აკეთებს აქცენტს, თამაშობს ფენებზე და ურბანული სივრცის კედლებს ეხება.
SPINE
პავილიონი 6
26-29.11.15 11:00-21:00
“Spine” არის ორგანიზაციისა და ღონისძიების იდეა, რომელიც ფოტო-წიგნისთვის, როგორც ხელოვნების ფორმისა და კონცეფციისთვისაა მიძღვნილი. “Spine”-ის სურვილია ხაზი გავუსვას ფოტო-წიგნს და განვავრცოს წარმოდგენა თანამედროვე ხელოვნების ამ ფორმაზე. ბოლო წლებში ეს განვითარებადი ხელოვნების ფორმა
გადაიქცა მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ხელოვნებისათვის, კარგ ინვესტიციად კოლექციონერებისთვის და პრესტიჟულ საქმიანობად წიგნების გამომცემლებისთვის.
თანამედროვე ფოტო-წიგნების სხვა ფესტივალებთან შედარებით, “Spine” მეტია ვიდრე ტრადიციული წიგნის ბაზრობა. ეს არ არის უბრალო ბაზრობა, რომელზეც გამომცემლები თავიანთ წიგნებს ფენენ. “Spine” სვამს კითხვას, თუ რა არის ფოტო-წიგნის გავრცელების არეალი. სვამს კითხვებს ფოტოგრაფებისა და ხელოვანების გადმოსახედიდან.
სვეტლან იუნაკოვიჩი
პავილიონი 3
26-29.11.15 11:00-21:00
1961 წლის 23 იანვარს დაბადებული ხორვატი მხატვარი, მოქანდაკე და ილუსტრატორი სვეტლან იუნაკოვიჩი სურათებიანი საბავშვო წიგნებითაა ცნობილი. მან უამრავი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და ევროპის მასშტაბით გამართული გამოფენების ხშირი მონაწილეა. საბავშვო წიგნების ილუსტრირების საქმიანობაში გაწეული წვლილისთვის, იუნაკოვიჩი 2008 და 2010 წლებში ჰანს ქრისტიან ანდერსენის საერთაშორისო ჯილდოს ფინალისტი გახლდათ. ის არა ერთი საბავშვო წიგნის ავტორია, რომლებიც 30-ზე მეტ ქვეყანაშია გამოცემული და სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.