• რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა თბილისის წიგნის დღეებში?
    თბილისის წიგნის დღეები მიზნად ისახავს გახდეს ლიდერი საერთაშორისო გამოფენა და ყველაზე სოლიდური კულტურული ღონისძიება საქართველოში. თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში იმართება წიგნების ბაზრობა, რომლის მონაწილეების პროფილია: გამომცემლები, ავტორები, ილუსტრატორები, სტამბები, წიგნის გამყიდველები, ბიბლიოთეკარები, საკანცელარიოები და მწარმოებლები და მათთან დაკავშირებული მომსახურების კომპანიები.
    მონაწილე კომპანიების ძირითადი სარგებელი არის:
    • გაყიდვების ზრდა - წიგნის ბაზრობებს, რომლებიც იმართება ექსპო ჯორჯიაში, ძირითადად სტუმრობს სავარაუდოდ 14,000 საცალო მომხმარებელი;
    • ახალი კონტაქტების დამყარება და პროფესიული ურთიერთობების გაძლიერება – წიგნის ბაზრობის ერთ - ერთი მთავარი მიზანია უზრუნველყოს პლატფორმა და გააერთიანოს საგამომცემლო სექტორის ყველა კომპონენტი, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა განავითარონ ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობები;
    • ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება;
    • უახლეს ტენდენციებსა და მოვლენებთან გაცნობა;
    • როგორც კორპორატიული ასევე საცალო მიზნობრივი ჯგუფებისათვის ბრენდის იმიჯის გაცნობა.