• რატომ უნდა ვესტუმროთ გამოფენას ?
    წიგნის გამოფენა იმართება თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, იგი მიმზიდველია ყველასთვის ვინც წიგნებით არის დაინტერესებული. მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების პარალელურად, ყველა სტუმარს საშუალება ექნება ისარგებლოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყველა წიგნზე, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ქართულ ბაზარზე.
    უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წიგნის გამომცემლები , გამავრცელებლები და ამ სექტორის ყველა წამყვანი კომპანიის აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობს წიგნის ბაზრობაში, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს წიგნების მრავალფეროვან სპექტრს სხვადასხვა თემაზე .
    წიგნების შეძენის შესაძლებლობის პარალელურად, სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ გამორჩეულ გამომცემლებს, დაესწრონ წიგნის პრეზენტაციებს, ისიამოვნონ ღონისძიების სრული კულტურული პროგრამით და აგრეთვე თან წამოიყვანონ ბავშვები. პატარებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში, რომლიც მათ განვითარებაზე არის ორიენტირებული.

    წიგნის გამოფენა გაიმართება ექსპო ჯორსჯიას მე–11 პავილიონში :
    წერეთლის გამზ. 118
    0119, თბილისი , საქართველო

    გამოფენის გახსნის დრო :
    17-20.11.2016 – 11:00 – 19:00