ქართული საბავშვო ილუსტრაციის გამოფენა
პავილიონი 5
28-30.11.14 10:00-19:00
ქართველი საბავშვო ილუსტრატორების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 37 ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ტექნიკაში და აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი. მათი უმრავლესობა პირველ ნაბიჯებს დგამს თავის კარიერაში. ამ გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს თითოეული ილუსტრატორის პოტენციალი და საბავშვო ილუსტრაციის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში.
ირანული ილუსტრაციის გამოფენა
პავილიონი 5
28-30.11.2014 10:00-19:00
სპარსი პოეტის, ფირდოუსის მიერ 1010 წელს დასრულებული შაჰ-ნამე, „მეფეთა წიგნი,” 60,000 სტროფისგან შემდგარი ეპიკური პოემაა, რომელიც ირანის ეროვნულ ეპოსად ითვლება.

ირანის ისტორიის მანძილზე შაჰ-ნამეს მრავალი ილუსტრირებული გამოცემა შეიქმნა, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმის დარბაზებს ამშვენებს. წინამდებარე გამოფენა ირანის ილუსტრაციის თანამედროვე ხელოვნების მიმოხილვაა. ის კონცენტრირებულია მხოლოდ შაჰ-ნამეს, როგორც ირანელების ეროვნული წიგნის, ილუსტრაციებზე. გამოფენისთვის, რომელიც მოიცავს 20 ირანელი ილუსტრატორის 100 ნამუშევარს, შეირჩა თვალსაჩინო მოქმედი ილუსტრატორების გამოქვეყნებული ნამუშევრები.
უკრაინული ილუსტრაციის გამოფენა
პავილიონი 5
28-30.11.2014 10:00-19:00
ილუსტრატორთა კლუბი Pictoric წარმოგიდგენთ ახალგაზრდა უკრაინელ ილუსტრატორთა გამოფენას. გამოფენის თითოეული მონაწილე გამოირჩევა ორიგინალობით და თვითმყოფადი საავტორო სტილით, რაც გრაფიკული ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს პასუხობს. გამოფენაში მონაწილეობენ ბოლონიის წიგნის ბაზრობის საბავშვო ილუსტრაციის პრემიისა და White Ravens-ის („თეთრი ყორანი“) საერთაშორისო პრემიის მფლობელი ილუსტრატორები, სხვადასხვა არტგამოცემასა და ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორები და, მათთან ერთად, კიევისა და ხარკოვის ხელოვნების აკადემიების სტუდენტები. გამოფენა გვაჩვენებს უკრაინის ახალგაზრდა ინდი-ილუსტრაციის სახეს, რომელიც თვითმყოფადი და მძლავრი მოვლენაა თანამედროვე ხელოვნებაში, სადაც ილუსტრაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ბეჭდურ პროდუქციაში, ისე საგამოფენო სივრცეში გრაფიკული ფურცლებისა თუ არტობიექტების სახით.
საერთაშორისო სურათებიანი წიგნის გამოფენა
პავილიონი 11
28-30.11.2014 10:00-19:00
გამოფენა ხორციელდება მიუნხენის საყმაწვილო ლიტერატურის ბიბლიოთეკასთან (IJB) თანამშრომლობით. გამოფენილი წიგნების ნაწილს მიუნხენის ბიბლიოთეკიდან გამოგზავნილი საბავშვო ილუსტრირებული წიგნები შეადგენს, ნაწილს კი სპეციალურად ამ გამოფენისთვის აგზავნიან გამომცემლობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენისთვის შეირჩევა ყველაზე საინტერესო საბავშვო წიგნები, რომლებიც საჯაროდ იქნება გამოფენილი. გამოფენა საინტერესო იქნება როგორც ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, ისე გამომცემლების, ილუსტრატორების, ავტორებისა და უბრალოდ ყველასთვის, ვისაც საბავშვო ილუსტრირებული წიგნები აინტერესებს.
ექსპერიმენტული წიგნის გამოფენა
პავილიონი 6
28-30.11.14 10:00-19:00
ექსპერმენტული გამომცემლობის კულტურა საქართველოში ფაქტობრივად უცნობია. ეს არის მხატვრების, დიზაინერების, პოეტების, ფილოსო­ფოსების, არქიტექტორებისა თუ ფოტოგრაფების მიერ საკუთარი ძალისხმევით განხორციელებული,
მეტწილად, მცირეტირაჟიანი ექსპერიმენტული გამოცემები. ამ გამოცემების წყალობით ხერხდე­ბა წიგნის ახალი ფორმისა და შინაარსის მოსინჯვა, შემოქმედებითი იმპულსებისა და იდეების გაცვლა. ექსპერიმენტული გამომცემლობა წარმოადგენს პლაცდარმს ყველაზე თანამედროვე საგამომცემლო იდეების რეალიზაციისათვის.

გამოფენის კურატორია ალტერნატიული გამოცემების სადისტრიბუციო ქსელი Motto Distribution, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს 150–მდე გამომცემლობასთან და 100–მდე წიგნის მაღაზიასთან. 2008 წელს Motto–მ გახსნა თავისი პირველი წიგნის მაღაზია ბერლინ-კროიცბერგში, რასაც მოჰყვა მაღაზიათა ქსელის ჩამოყალიბება მსოფლიოს მრავალ ქალაქში, მათ შორის ვილნიუსში, ამსტერდამში, როტერდამში, ჰამბურგში, მოსკოვში, ვანკუვერში, შტუტგარტში, ათენში, სეულში, ტოკიოსა და პარიზში. გამოცემების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და უკვე 3000–ზე მეტ დასახელებას მოიცავს. კატალოგი მუდმივად ახლდება.
„Re:Surgo!“–ს გამოფენა
პავილიონი 6
28-30.11.14 10:00
ანა ჰელსგარდი და კრისტიან „მელო“ გფელერი - ბერლინში მცხოვრები შვედურ-ფრანგული არტისტული დუეტი_-2001 წლიდან თანამშრომ­ლობენ. თავიანთ სტუდიაში, რომელსაც „Re:Surgo!“ ეწოდება, ისინი ქმნიან პრინტებს, არტისტულ წიგნებს, სკულპტურებს, ზინებსა და სხვ. ყოველი ახალი პროექტით ისინი განამტკიცებენ თავიანთ რეპუტაციას, როგორც სერიგრაფიის ინოვატო­რები. კრისტიანის მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო, როდესაც მან Bongout-ის სახელით ზინების გაკეთება დაიწყო. ჰელსგარდი და გფელერი ისეთსავე მნიშვნელო­ბას ანიჭებენ ინტუიციასა და უნარ-ჩვევებს, როგორც ერთობლივ პრაქტიკას. არტისტული პროექტების ფარგლებში ისინი ხშირად თანამ­შრომლობენ სხვა არტისტებთან, აწყობენ გამოფენებს. მათი სახელოვნებო სივრცე და მაღაზია ბერლინში გახსნილია საერთაშორი­სო არტისტებისა და მუსიკოსებისთვის.

„Re:Surgo!“-ს მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება ფესტივალის ფარგლებში.
უკრაინული ფოტოალტერნატივის გამოფენა
პავილიონი 6
28-30.11.14 10:00-19:00
UPHA (უკრაინული ფოტო ალტერნატივა) პატარა, დამოუკიდებელი ჯგუფია, რომელიც შექმნილია თანამედროვე უკრაინული ფოტოგრაფიის გან­ვითარების ხელშესაწყობად.

UPHA-ს სტენდზე წარმოდგენილი იქნება ფოტო­გრაფებისა და ჯგუფის კურატორების მიერ შექმნილი წიგნები, ზინები, საფოსტო ბარათები და პერიოდული გამოცემები, ისევე როგორც UPHA-ს კატალოგი. წიგნების ნაწილი ინდივი­დუალურადაა შექმნილი, დანარჩენები კი, (როგორიცაა FLOW, EUROMAIDAN), - რამდენიმე ავტორისგან შემდგარი მცირე ჯგუფების მიერ შექმნილ ნამუშევარს წარმოადგენს.

UPHA -ს სტენდი ქართველ და უცხოელ დამთვალიერებლებს გააცნობს უკრაინული ფოტოწიგნების სხვადასხვა მიმართულებას.
უკრაინული ალტერნატიული გამომცემლობა "NIICE"-ის გამოფენა
პავილიონი 6
28-30.11.14 10:00-19:00
NIICE ინდი გამომცემლობაა. იგი დაარსა არიანა ხმელნიუკმა 2013 წელს. პროექტი მოიცავს სარედაქციო, საგანმანათ­ლებლო და სადისტრიბუციო მიმართულებებს. იგი პირველი დამოუკიდებელი სარედაქციო პროგრამაა უკრაინაში, რომელიც მიმართულია მცირეტირა­ჟიან გამოცემებზე ახალგაზრდა უკრაინელ არტისტებთან თანამშრომლობით.

ერთი წლის განმავლობაში NIICE-მა უკრაინელ ავტორებთან ერთად 12 წიგნის გამოსცა. პროექტები უკ ავშირდება ფერწერას, ფოტოგრაფიას, ილუს­ტრაციასა და პოეზიას. NIICE აორგანიზებს პრაქტიკულ ვორკშოპებს, კრეატიულ პროექტებსა და ტექ­ნიკური უნარების განვითარებას. დიზაინის, თანამედროვე ხელოვ­ნების, პუბლიკაციისა და პედაგოგიკის გაერთი­ანებით NIICE ახალგაზრდა არტისტებსა და დიზაინერებში ექსპერიმენტულ გამომცემლობას უწევს აქტუალიზაციას.

NIICE, Motto Distribution Berlin-თან თანამშრომლობით, წარმოადგენს უცხოური ექსპერიმენტული გამომცემლობის თანამედროვე ხელოვნებას უკრაინაში.

ფესტივალზე NIICE წარმოადგენს ახალგაზრდა უკრაინელი ხელოვანების, ფოტოგრაფებისა და დიზაინერების უნიკალურ ზინებს.
წიგნის ლაბორატორიის გამოფენა
პავილიონი 6
28-30.11.14 10:00-19:00
წიგნის ლაბორატორიის (BOOK LAB) შექმნის ინიციატივა ფოტოგრაფსა და წიგნის დიზაინერს ფრედერიკ ლეზმის, დიზაინერ ოქეი ქარადაილარსა და სტამბულის გალერისტ ქერიმჯან გიულერიუზს ეკუთვნით. ლაბორატორიის მიზანია არტწიგნების შექმნისთვის ხელის შეწყობა. ეს წიგნები წარმოადგენენ არტისტული ექსპრესიის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ფორმას. დღეს, როდესაც სულ უფრო მეტი ინფორმაცია გადაიცემა ეკრანის საშუალებით, ბეჭდური მასალის მატერიალურობა ხელოვნების ნიმუშის უფრო ინტიმურ აღქმას იწვევს. წიგნის ლაბორატორიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია მუშაობა, ფიქრი, ექსპერიმენტების ჩატარება, გარკვეული საკითხების განხილვა, დროის ხალისიანად გატარება და ახალი იდეების გააზრება. ამ ყველაფრის ცენტრში მოქცეულია წიგნი, როგორც არტისტული ექსპრესია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. წიგნის ფორმას შეუძლია, იდეა ხელმისაწვდომ, ავტონომიურ ქმნილებად გადააქციოს, რომელიც ღრმა შთაბეჭდილებას დატოვებს დამთვალიერებელზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება წიგნის ლაბორატორიის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ფოტოწიგნები.
ქართული არტ წიგნის გამოფენა
პავილიონი 6
28-30.11.14 12:00-14:00
არტ წიგნი მრავალ ხელოვანს ექსპერიმენტის სახით აქვს შექმნილი. მას ხელოვნების ნიმუშის სტატუსი აქვს და მცირე ტირაჟით ან მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარად გამოდის.
არტ წიგნი აჩვენებს ამა თუ იმ ხელოვანის მხატვრულ ხედვას და უმეტეს შემთხვევაში დიზაინის ორიგინალურობით ფასდება. მასში ტექსტისა და გამოსახულების სინთეზის სრულიად მოულოდნელ ფორმებს შეიძლება შევხვდეთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი არტ წიგნები, ბუკლეტები, ჟურნალები, გაზეთები, კომიქსები, ასევე სხვადასხვა არტისტული პროექტის ფარგლებში შექმნილი წიგნები როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები ხელოვანების ავტორობით.
1910-1920–იანი წლების თბილისური ავანგარდული წიგნის გამოფენა
პავილიონი 6
28-30.11.2014 10:00-19:00
1910-1920-იანი წლების ქართულ/თბილისური ავანგარდული წიგნის გამოფენა წიგნის ფესტივალის გამოფენათა ციკლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თქვენ შეძლებთ, დაათვალიეროთ ილია და კირილე ზდანევიჩების, სოფია მელნიკოვას, ალექსანდრ კრუჩენიხის და სხვათა 1910-1920-იანი წლების ფუტურისტული წიგნები.