• ფესტივალის შესახებ
    საბავშვო წიგნის, ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების ფესტივალს, რომელიც თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში ტარდება, კურირებს და ორგანიზებას უწევს თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი. ფესტივალი წარმოადგენს ფართო კულტურულ, საგანმანათლებლო და საჯარო პროგრამას. პროგრამაზე მუშაობისას ერთბაშად ბევრი მიზანი დავისახეთ.
  • საზოგადოების გათვითცნობიერება და დამოკიდებულება
    ჩვენი მიზანია, საბავშვო წიგნის ილუსტრაციის საოცარი სამყარო ქართველი ბავშვებისთვის (და მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის) ხელმისაწვდომი გავხადოთ, წავახალისოთ ისინი, გამოსცადონ კითხვის სხვადასხვა ხერხი, საბავშვო ლიტერატურისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომა, ისიამოვნონ შინაარსისა და ფორმის ახალი არტისტული ექსპრესიით. ჩვენ გვინდა საზოგადოებისათვის საბავშვო წიგნის სოციალური, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და კულტურული როლის შესახებ დისკუსიების ინიცირება, საბავშვო წიგნის ხარისხის სტანდარტის აღქმისა და შინაარსის შეფასების უნარის განვითარება, პროფესიონალური გამომცემლობების განვითარების სტიმულირება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, საბავშვო წიგნის ხარისხისადმი საზოგადოების ინტერესის გაღვივება. საერთაშორისო სურათებიანი წიგნისა და საბავშვო წიგნის ილუსტრაციის გამოფენებთან ერთად წარმოდგენილ იქნება კითხვის, საბავშვო კრეატიული ღონისძიებებისა და საჯარო ლექციების მრავალფეროვანი საერთაშორისო პროგრამა.

    გვსურს, წიგნის ხელოვნების ახალგაზრდა ქართველი წარმომადგენლები უკეთ გაიცნონ და მეტად დააფასონ საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა მათი კრეატიული პოტენციალისა და გვსურს მათი საქმიანობის წახალისება. ქართული საბავშვო ილუსტრაციის გამოფენა მათ ნამუშევრებს წარუდგენს ქართულ საზოგადოებას და ქართველ და საერთაშორისო გამომცემელ პროფესიონალებს.

    ასევე მოვამზადეთ ფართო პროგრამა მათთვის, ვინც დაინტერესებულია (ან შეიძლება დაინტერესდეს) წიგნის ხელოვნებითა და დიზაინით. გვჯერა, რომ კარგი საბავშვო წიგნების შექმნა (და დაფასება) შეუძლებელია არტწიგნის სამყაროში ჩართვის გარეშე. სტუმრებს შესაძ-ლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ქართველი და უცხოელი არტისტების ნამუშევრები.
  • განათლება და პროფესიული განვითარება
    გვჯერა, რომ საქართველოში წიგნის ილუს-ტრაციისა და წიგნის ხელოვნების სფეროში დიდი შემოქმედებითი პოტენციალი არსებობს. გვინდა, ხელი შევუწყოთ ამ სფეროში მომუშავე ახალ­გაზრდა ქართველი არტისტებისა და ილუსტრა­ტორების საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას, გავაცნოთ მათ მუშაობის პროცესი და თანამედროვე გამომცემლობები, ბიძგი მივცეთ მათ შემოქმედებით განვითარებას, შევ­თა­ვაზოთ განათლებისა და პროფესიული საქმიანობის ახალი პერსპექტივები და ვასწავლოთ მათი საქმიანობის საერთაშორისო კონტექსტში შეფასება, გამოვცადოთ არაფორმა­ლური განათლების ახალი საშუალებები.

    ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ ვორკშოპებს, რომლებსაც გაუძღვებიან ცნობილი საერთა-შორისო ექსპერტები საგამომცემლო და საგან­მანათლებლო სექტორიდან; ისინი ითანამშრომ­ლებენ საერთაშორისო არტისტებთან, დიზა­ი­ნ­ე­­რებთან და ილუსტრატორებთან, წაიკით­ხავენ საჯარო ლექციებს და გამართავენ საერთაშორისო გამოფენებს, როგორც ხარისხის სტანდარტის შთაგონების წყაროს.
  • კულტურული გაცვლა, კავშირები და საერთაშორისო თანამშრომლობა
    ჩვენ ვთვლით, რომ სრულმასშტაბიანი კულტურუ­ლი გაცვლა და შემოქმედებითი თანამშრომლობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განსაკუთრებით მნიშვნელო­ვანია. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრო­ბაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი კულტურული, ადამიანური და სამოქალაქო ღირე­ბულებების გაცვლის, ხიდების აგების, ჩვენი ახლო და შორეული მეზობლების პროცესში ჩართვის შანსს წარმოადგენს.

    დარწმუნებული ვართ, რომ საბავშვო წიგნები ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელო­ვანია, რადგან საქმე შეეხება შემდგომი თაობების აღზრდას, ღირებულებებისა და დამოკიდებულე­ბების საერთო საფუძველის მდგრადობასა და განვითარებას. ჩვენ გვინდა რეგიონალური და საერთაშორისო მოსაზრებებისა და გამოცდილე­ბის გაცვლის ხელის შეწყობა, საბავშვო გამომცემ­ლობის სექტორში სტრატეგიების განვითარებისა თუ ახალგაზრდა წიგნის არტისტებისა და ილუს­ტ­რა­ტორების საერთაშორისო / რეგიონალუ­რი ქსელის ინიცირება; ერთობლივი, ან, სულ მცირე, კოორდინირებული არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამის ჩამოყალიბება; აღმოსავლეთ ევროპიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ახალგაზრდა არტისტებს შორის კავშირის დამყარება, მათსა და მათ დასავლეთევროპელ კოლეგებს შორის კავშირ-ურთიერთობის ხელშეწყობა და საერთო პროექტებისა და პროგრამების განვითარება.
    საქართველოს წიგნის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ორგანიზებას ვუწევთ სადისკუსიო პანელს საერთაშორისო მოწინავე ექსპერტების მონაწილეობით, რათა განვიხილოთ საქართვე­ლოში წიგნის სექტორის განვითარება.

    ჩვენ მოვიწვიეთ ცნობილი წიგნის არტისტები, ილუსტრატორები, მასწავლებლები და საგამომცემლო ექსპერტები ვორკშოპების, საჯარო ლექციებისა და პრეზენტაციების ჩასატარებლად. ასევე მოვიწვიეთ ახალგაზრდა არტისტები უკრაინიდან და ირანიდან საერთაშორისო ვორკშოპებში მონაწილეობის მისაღებად.

    ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კავშირების დამყარება, ფესტივალის დროს არაფორმალური შეხვედრების გამართვა კოლეგებს, კრეატიულ მუშაკებს, განათლების სპეციალისტებს, კურატორებს, საზოგადო მოღვაწეებს, კულტურულ ინსტიტიუციებსა და გამომცემლებს შორის.
  • კურატორები
    თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი ქართ­ველი ილუსტრატორებისა და წიგნის არტისტების მიერ ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს წიგნის ილუსტრაციის, წიგნის დიზაინისა და წიგნის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა.

    თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის მიერ დაარსებულ სტუდიაში, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და dvv international-ის (სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის) ხელშეწყობით შეიქმნა, დაახლოებით 20 ახალგაზრდა ილუსტრატორი და წიგნის დიზაინერი მუშაობს. 2009 წლიდან ჯგუფის წევრებმა შექმნეს 50-ზე მეტი ორიგინალური ილუსტრირებული წიგნი, რომელთაგან 10 საქართველოში დაიბეჭდა. წიგნები გამოფენილი იყო წიგნის ბაზრობებზე თბილისში, ფრანკ­ფურტში, ლაიფციგში, ლონდონში, ბოლონიასა და კიევში.

    წიგნის ხელოვნების ცენტრი რეგულა­რულად მართავს საზაფხულო და ზამთრის სკო­ლებს, ვორკშოპებს, მასტერკლასებს, სემინარებს, არტისტების საუბრებს, ლექციებს წიგნის ხელოვნებაზე, ილუსტრაციაზე, სტამბაზე, წიგნის დიზაინზე, წიგნის გამომცემლობასა და მსგავს თემებზე, ისევე როგორც გამოფენებს, საჯარო პრეზენტაციებსა და ღონისძიებებს.

    ოთარ ყარალაშვილი,
    წიგნის ხელოვნების ცენტრი