სადისკუსიო პანელი
სადისკუსიო პანელი დავგეგმეთ წიგნის ეროვნულ ცენტრთან ერთად. ვფიქრობთ, რომ პანელი საშუალებას მოგვცემს, ვისაუბროთ სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო მოთამაშის როლისა და პასუხისმგებლობის, მათი რესურსების და მათ საქმიანობაში არსებული შეზღუდვების შესახებ, ბიძგი მივცეთ საჯარო და პროფესიულ დისკუსიას, გამოვიკვლიოთ განვითარების სხვადასხვა ინსტრუმენტი, მოვხაზოთ შესაძლო სტრატეგიები და ვიფიქროთ ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სინერგიის შესაძლებლობებზე.

გვიხარია, რომ მოვახერხეთ ჩვენს პანელში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან აღიარებული ექსპერტების მოზიდვა. იმედი გვაქვს, რომ დისკუსია შთაგონების წყარო გახდება როგორც ქართულ წიგნის სექტორში მომუშავე პროფესიონალების, ისე ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის და იქცევა საცდელ მოედნად ქართული წიგნის სტრატეგიის შემდგომი განვითარებისთვის.