პოლონური ილუსტრირებული წიგნის გამოფენა
პავილიონი 5
9-12 November 11:00-20:00
პოლონური საბავშვო ილუსტრირებული წიგნები ყოველთვის გამოირჩეოდა უმაღლესი ხარისხით და ადვილად ცნობადი იყო განსაკუთრებული ესთეთიკის გამო, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოიპოვეს. ისეთი ოსტატები, როგორც მარტა იგნერსკა, ალექსანდრა ჩიესლაკი, ალეკსანდრა და დანიელ მიზიელინსკი, იოანა რჟეჟაკი, პიოტრ კარსკი, პაველ მილდნერი, ივონა ხმიელევსკა, აგატა დუდეკი, მონიკა ჰანულაკი, - მხოლოდ რამდენიმეს თუ ჩამოვთვლით, - უნიკალური და უმაღლესი ხარისხის წიგნებს ქმნიან.

გამოფენა ორგანიზებულია პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.
წიგნი, რომელიც კრავს დროს. ნეოკონსტრუქტივისტის ბიურო
პავილიონი 6
10-11 November 12:00-20:00
ჩვენი წარმოდგენა დროის შესახებ კატასტროფულად იცვლება. დრო იკუმშება, ილევა, ციფრული ხდება, დრო მუდმივად გვაკლია; ზოგჯერ შეძლება მოგვეჩვენოს, რომ ის საერთოდ გაქრა. ნეოკონსტრუქტივისტის მანიფესტში პროექტის ავტორი, ალექსეი შინკარენკო (მინსკი, ბელარუსი) საუბრობს განუზღვრელობის დროზე, დროზე მომავლის გარეშე. ასეთ დროში ჩვეული პროცესები და კონცეფციები არა-მუდმივ, არა-გარკვეულ რამედ იქცევა. მსგავსი ცვლილებები 1920-იანი წლების კონსტრუქტივიზმის მაგვარი რევოლუციური ტიპის ენერგიის მატარებელია, რომელიც ახალ ობიექტებსა და პროცესებში მატერიალიზაციას მოითხოვს. შეიძლება თუ არა, წიგნი გახდეს ასეთი ობიექტი? როგორი იქნება განუზღვრელობის დროის ნეოკონსტრუქტივისტული წიგნი? რა არის წიგნის როლი შეცვლილ დროში? ბიუროს თითოეულ სტუმარს შეეძლება, ამ კითხვებს საკუთარი პასუხი გასცეს და ამით მონაწილეობა მიიღოს წიგნის დიზაინში, რომელის პრეზენტაციაც ფესტივალის ბოლო დღეს მოხდება.
ჩვენი წარმოდგენა დროის შესახებ კატასტროფულად იცვლება. დრო იკუმშება, ილევა, ციფრული ხდება, დრო მუდმივად გვაკლია; ზოგჯერ შეძლება მოგვეჩვენოს, რომ ის საერთოდ გაქრა. ნეოკონსტრუქტივისტის მანიფესტში პროექტის ავტორი, ალექსეი შინკარენკო (მინსკი, ბელარუსი) საუბრობს განუზღვრელობის დროზე, დროზე მომავლის გარეშე. ასეთ დროში ჩვეული პროცესები და კონცეფციები არა-მუდმივ, არა-გარკვეულ რამედ იქცევა. მსგავსი ცვლილებები 1920-იანი წლების კონსტრუქტივიზმის მაგვარი რევოლუციური ტიპის ენერგიის მატარებელია, რომელიც ახალ ობიექტებსა და პროცესებში მატერიალიზაციას მოითხოვს. შეიძლება თუ არა, წიგნი გახდეს ასეთი ობიექტი? როგორი იქნება განუზღვრელობის დროის ნეოკონსტრუქტივისტული წიგნი? რა არის წიგნის როლი შეცვლილ დროში? ბიუროს თითოეულ სტუმარს შეეძლება, ამ კითხვებს საკუთარი პასუხი გასცეს და ამით მონაწილეობა მიიღოს წიგნის დიზაინში, რომელის პრეზენტაციაც ფესტივალის ბოლო დღეს მოხდება.
საერთაშორისო კონკურსი “მსოფლიოს ულამაზესი წიგნები”
პავილიონი 11
12 November 17:00
წიგნის დიზაინის კონკურსი “მსოფლიოს ულამაზესი წიგნები” ამ სახის ერთადერთი კონკურსია მსოფლიოში. კონკურსი 1963 წლიდან ტარდება ლაიპციგში. 1991 წლიდან კონკურსს უძღვება გერმანიის წიგნის ხელოვნების ფონდი ფრანკფურტსა და ლაიპციგში. საერთაშორისო კონკურსი განიხილავს წიგნებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში შეირჩევა ეროვნული კონკურსების ფარგლებში.
დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟიური ყოველწლიურად თებერვლის თვეში იკრიბება ლაიფციგში. მათი ამოცანაა, 30-ზე მეტი ქვეყნიდან მოწოდებული 700-მდე წიგნიდან შეარჩიონ 14 საუკეთესო. ჟიური გასცემს 14 ჯილდოს, რომელთაგან ყველაზე პრესტიჟულია “ოქროს ლიტერა”, რასაც მოსდევს ერთი ოქროს მედალი, ორი ვერცხლის მედალი, ხუთი ბრინჯაოს მედალი და ხუთი საპატიო სერთიფიკატი. დაჯილდოვების ცერემონია იმართება ლაიფციგში ყოველი წლის მარტში წიგნის ხელოვნების ფონდის სტენდზე.
საქართველოს დღემდე არ მიუღია მონაწილეობა ამ კონკურსში. 2017 წელს თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი აცხადებს კონკურსს “საქართველოს ულამაზესი წიგნები”. მოწოდებულ წიგნებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური 2017 წლის თბილისის წიგნის დღეების დროს. შერჩეულ წიგნები გადაიგზავნება საერთაშორისო კონკურსზე და გამოიფინება ფრანკფურტში 2018 წელს.
გაუცინარი ხელმწიფე:
ქართული ილუსტრაციის გამოფენა
პავილიონი 5
9-12 November 11:00-20:00
2015 წელს შვეიცარიის წამყვანმა საბავშვო გამომცემლობამ NordSüd დათბილლისი წიგნის ხელოვნების ცენტრმა წამოიწყეს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდა ქართველი ილუსტრატორების და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია. წიგნის ხელოვნების ცენტრში გაიმართა ვორქშოპი ავსტრიელი ხელოვანის, ლინდა ვოლფსგრუბერის ხელმძღვანელობით. ვორქშოპის ფარგლებში 14- მა ქართველმა ილუსტრატორმა დაასურათა 21 ქართული ხალხური ზღაპარი. პროექტი განხორციელდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.
დღეს სიამაყით წარმოგიდგენთ შედეგს: ილუსტრაციების გამოფენას და ქართული ზღაპრების კრებულს, რომელიც გამომცემლობამ NordSüd გამოსცა ქართული წიგნისეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიდსულოვანი მხარდაჭერით.
წიგნი: Der König, der nicht lachen konnte. Märchen aus Georgien. გერმანული თარგმანი: ჰაინც ფენრიხი, ოთარ ყარალაშვილი, სებასტიან მინკნერი. NordSüd Verlag AG, ციურიხი 2017
ილუსტრატორები: სონია ელიაშვილი / ნათია კვარაცხელია / სოფო კირთაძე / მაი ლაშაური / ზურა მჭედლიშვილი / თათია ნადარეიშვილი / თამარ ნადირაძე / ეკა ტაბლიაშვილი / ოთარ ყარალაშვილი / ხატია ჩიტორელიძე / ანა ჩუბინიძე / ელენე ჭიჭაშვილი / ლევან ჭოღოშვილი/ ვარლამ ჯმუხაძე
მადლობას ვუხდით: ჰერვიგ ბითშეს, რომანა კიუპფერს, იან კერმესს, გამომცემლობა NordSüd; ირინე ჭოღოშვილს და მედეა მეტრეველს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; შტეფან ვაკვიცს, ნათია მიქელაძეს, თამთა გოჩიტაშვილს, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი; ლინდა ვოლფსგრუბერს; მონაწილე ილუსტრატორებს და წიგნის ხელოვნების ცენტრის გუნდს.
ახალი ქართული ფოტოწიგნი
პავილიონი 6
9-12 November 11:00-20:00
ბოლო წლებში ქართველი ხელოვანები და ფოტოგრაფები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ ფოტოწიგნის მიმართ. 2017 წელს ხელოვნების ეს მიმართულება საქართველოში ძალიან სწრაფად განვითარდა. გალერეა კონტეინერთან თანამშრომლობით, წიგნის ხელოვნების ცენტრი წარმოგიდგენთ 20 ქართველი ფოტოხელოვანის ფოტოწიგნების გამოფენას.
გამოფენის მონაწილეები:
მარიამ ამურველაშვილი / ათუ გელოვანი / ნათელა გრიგალაშვილი / ანკა გუჯაბიძე / ანდრო ერაძე / თინათინ კიღურაძე / სოფო ლაპიაშვილი / ლადო ლომიტაშვილი / იური მეჩითოვი / დათა პატატიშვილი / თინა სირაძე / თინა ყაზახიშვილი / ოთარ ყარალაშვილი / ელენე შეიბახ / გიორგი ცაგარელი / გურამ წიბახაშვილი / რიტა ხაჩატურიანი / ვახო ხეთაგური / ლევან ხერხეულიძე
გიორგი (გიგლო) ყარალაშვილი
საქართველოს ეროვნული არქივი
პავილიონი 6
9-12 November 11:00-20:00
გიორგი (გიგლო) ყარალაშვილის (1844-1924) ფოტოები საზოგადოებამ პირველად წელს, ევროკავშირის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გამართულ გამოფენაზე იხილა. ყარალაშვილის ფოტოკოლექცია, რომელიც მინის სტერეოსლაიდებისა და ნეგატივებისგან შედგება, საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.
გიორგი (გიგლო) ყარალაშვილი სამხედრო მოხელე იყო, თუმცა მისი ფოტოკოლექცია მოწმობს, რომ საქმე გვაქვს ფოტოგრაფიის დახვეწილ ოსტატთან, რომელმაც ამიერიდან ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს.
ფოტოების ფორმატია 4.5X10.7 – ფართო პრაქტიკული გამოყენების მქონე ე. წ. ვერასკოპის ფორმატი. ამ ფორმატის სტერეოფოტოების გადამღები კამერები ძვირი, თუმცა მოსახერხებელი იყო. მცირე ზომის მსუბუქი კამერა მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლეოდა და ყველაფერთან ერთად, გარშემომყოფთა ყურადღებასაც ნაკლებად იქცევდა.
ყარალაშვილის ფოტოგრაფია თავისუფლად ეწერება საუკუნის დასაწყისის ევროპული ფოტოგრაფიის კონტექსტში, უფრო მეტიც, მისი ხედვა როგორც მოდერნისტული ეპოქის საწყისი პერიოდის, ასევე თანამედროვეობის შესაბამისია.
ნაგვის დღიური:
არტ წიგნი / ფოტო / ეკო პროექტი
პავილიონი 6
9-12 November 11:00-19:00
მე ყოველდღიურად შევაგროვებ ჩემს ნაგავს და ყოველ საღამოს ფოტოს გადავუღებ. ჩემთვის ეს ფოტოები ერთგვარი დოკუმენტაცია იქნება. ერთი წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოებისგან შეიქმნება 365-გვერდიანი არტ წიგნი „ნაგვის დღიური“. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ეს თემა კიდევ ერთხელ გავაცოცხლო და მაყურებელი დიალოგისთვის მოვიწვიო.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება ნატურალური ზომის (160X200 სმ) პრინტები და წიგნის სამუშაო ვერსია. პროექტი მიმდინარეობს.
ნუ გაბრაზდებით.
ახალი პოლონური ილუსტრაცია.
პავილიონი 5
9-12 November 11:00-20:00
პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს დიდსულოვანი მხარდაჭერით წარმოგიდგენთ 19 პოლონელი ილუსტრატორის ნამუშევრების გამოფენას წიგნიდან: Patryk Mogilnicki. Nie ma się co obrażać. Nowa polska ilustracja. გამომცემლობა: Karakter, კრაკოვი 2017

პატრიკ მოგილნიცკიმ 22 ახალგაზრდა პოლონელ ილუსტრატორს შესთავაზა ეჩვენებინათ წიგნში თავიანთი საუკეთესო ნამუშევრები, მოეთხროთ მათთვის მნიშვნელოვანი ისპირაციის წყაროების შესახებ და გაეზიარებინათ მკითხველისთვის მათი მუშაობის თავისებურებებზე. წიგნში შესულია 400-ზე მეტი ილუსტრაცია და მათ შორის ილუსტრატორთა ავტოპორტრეტები.
გამოფენაზე წარმოდგენილია 19 ილუსტრატორის ნამუშევრები.
წიგნს წარმოგვიდგენს და მის შესახებ მოგვითხრობს მისი გამომცემელი, პრჟემეკ დებოვსკი

ილუსტრატორები: კაროლ ბანახი / დომინიკ ციმერი / ბარბარა ძიადოცსი / ზოსია დერჟავსკა / ანია გოჟჩინსკა / დანიელ გუტოვსკი / გოსია ჰერბა / ტიმეკ იეზერსკი / იზაბელა კაშმარეკ-შჩურეკი / იან კალვეიტი / ბარტეკ არობალ კოჩემბა / მიხალ ლობა / აგატა მარსალეკი / პაველ მილდნერი / პატრიკ მოგილნიცკი / ოლა ნიეპსუი / მაჩიეი სენჩუკი / მარიანა შტიმა / მაგდა ვოლნა.