როგორ ვიყოთ ილუსტრატორი
ოლა ნიეპსუი არის ვარშავაში მოღვაწე ილუსტრატორი და გრაფიკოსი. ქმნის პლაკატებს, ვიზუალურ იდენტობას და ინფოგრაფიკას, მის მიერ ილუსტრირებულია მრავალი პოლონური და საერთაშორისო წიგნი, სახელმძღვანელო და საბავშვო პუბლიკაცია.
ოლა თანამშრომლობდა ისეთ ფირმებთან, როგორც Nike, Converse, Braun, HBO. შექმნა ილუსტრაციები შვეიცარული ლიტერატურის ფესტივალისთვის Babel, დამოუკიდებელი თეატრალური ფესტივალისთვის ნიუ იორკში Undergroundzero და პორტუგალური ჯაზ-ფესტივალისთვის Guimarães.
ოლა ნიეპსუი მოგითხრობთ ილუსტრატორის პროფესიის შესახებ პოლონეთში და ისაუბრებს ამ პროფესიის არჩევის დადებით მხერეებზე და სირთულეებზე. უჭერენ ილუსტრატორები მხარს ერთმანეთს? როგორ მუშაობენ ისინი გამომცემლებთან და აგენტებთან და რა დახმარებას იღებენ სახელმწიფისგან?

ლექცია ორგანიზებულია პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.