მოდერნისტული გრაფიკული სიმბოლოები კომუნისტურ პოლონეთში 1945 – 1969 წლებში
გრაფიკული დიზაინერი, დიზაინის კურატორი და მკვლევარი. პოლონეთში გრაფიკული დიზაინის სფეროსთან დაკავშირებული მრავალი ღონისძიების იდეის ავტორი, ანიმატორი და ორგანიზატორი, მათ შორის გამოფენა „Design Freedom”, ფესტივალი „Targi Wiedzy Graficznej”, პროექტი „Warszawskie Kroje”, გამოფენა „TypoPolo” და „Druga Ogólnopolska Wystawa Znaków Graficznych”.
ლექცია ეძღვნება დაკარგულ ლეგენდარულ კოლექციას - 1968 წლის პოლონური გრაფიკული სიმბოლოების გამოფენას. მოკვლევისა და რეკონსტრუქციის ისტორია, რომელიც განმეორებითი გამოფენით დასრულდა. ლექცია ასევე მოგვითხრობს მეორე გამოფენის შესახებ: 2000 – 2015 წლების თანამედროვე ლოგოტიპები.
ლექცია ორგანიზებულია პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.