უსასრულო ამბევი ანუ როგორ მოვაწყოთ საკუთარი პატარა დამოუკიდებელი გამომცემლობა
გრაფიკული დიზაინერი, ილუსტრატორი, გამომცემელი. ახორციელებს პროექტებს პოლონეთის უმნიშვნელოვანესი გამომცემლოებისთვის. 2008 წელს მაგდა დებოვსკასთან და მალგოჟატა შჩურეკთან ერთად დაარსა გამომცელობა "Karakter", რომელიც გამოსცემს წიგნებს ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის შესახებ. არის დიზაინის შესახებ უმნიშვნელოვანესი ტექსტების კრებულის Widzieć / Wiedzieć (დანახვა / ცოდნა) რედაქტორი (იაცეკ მროვჩეკთან ერთად).
პრჟემეკ დებოვსკიმ, ცნობილმა დიზაინერმა, რომელიც პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან გამომცემლობებთან მუშაობდა, გადაწყვიტა დაეფუძნებინა დამოუკიდებელი გამომცემლობა, რომლის პროგრამაც დიზაინის და არქიტექტურის მეტად სპეციფიკური საკითხებისადმი იქნებოდა მიძღვნილი. არავის სჯეროდა, რომ ამ იდეის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ იგი განხორციელდა! ლექციაში პრჟემეკი გაგვიზიარებს თავის სიღრმისეულ გამოცდილებას, როგორც წარმატებული დამოუკიდებელი გამომცემელი.

ლექცია ორგანიზებულია პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.